
ტელეკომპანია ,,კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.
,,ძალიან სასაცილოებიც ნუ გავხდებით ივანიშვილის “წასვლის“ ღრმა ანალიზებით. ყველაფერი ძალიან მარტივია: ის დღემდე 90–იანების რუსეთში გამომუშავებული ინსტიქტებით არსებობს. ლეგენდის თანახმად, საკუთარი ქონების გადარჩენა ერთი უნარის წყალობით მოახერხა: დროულად იცოდა ბუჩქებში გაწოლა და გაყუჩება. ახლაც ეგ არის, მეტი არაფერი”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.