„საქართველოს გადამწყვეტი როლი აქვს დასავლეთის სტაბილურობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ – პაოლო ალი

პაოლო ალი

რუსული აგრესია, რეგიონის მტავარი გამოწვევები, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესები და შავი ზღვის უსაფრთხოება – აღნიშნულ საკითხზებზე მსჯელობით დაიხურა როუზ როსის სემინარი ბათუმში. სემინარის დასრულების შემდეგ მისი მიმდინარეობა მთავარმა სტუმარმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შეაფასა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან ჩვენ უკეთ გავეცანით სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას. ჩვენ ვისაუბრეთ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანზეც. დღეს ასევე ვისაუბრეთ ცენტრალურ აზიაზე, ეს იყო ფართომასშტაბიანი დისკუსია. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს გადამწყვეტი როლი აქვს ამ რეგიონში და ასევე მთელი დასავლეთის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუა მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე ბრწყინავდა - პირველი ლედის ფოტოები პარიზიდან
"აუტანელია მდაბიო მდიდრები" - მამა პეტრე სვეტიცხოვლის "დახურვაზე"
"ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი ჩვენი მემატიანეა!"- ქეთი დოლიძე 9 აპრილზე მეჩითოვის განცხადებას ეთანხმება
ფოტოები ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილიდან
დაწერე კომენტარი