“ივანიშვილმა გადააგდო ყველა, ვინც მეორე ტურში მისი გამარჯვება უზრუნველყო” – ხუხაშვილი

ხუხაშვილი-ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას “კაჭრეთის მანიფესტს” უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. იგი ამბობს, რომ ექსპრემიერმა “გადააგდო ყველა ის ადამიანი, ვისაც არჩევნების მეორე ტურის წინ დახმარება სთხოვა”. 

“ფაქტობრივად კობახიძის ციტატების კოპირება ვიხილეთ ამ ყველაფერში. უნდა ვივარაუდოთ, რომ კობახიძემ თავისი გამონათქვამები შეაგროვა, დაწერა და ბიძინა ივანიშვილს ხელი მოაწერინა. 

ივანიშვილს დღემდე კიდევ ჰქონდა შანსი და იმის კომფორტი, რომ ამ ყოვლად წარმოუდგენელი მანკიერი პროცესიდან დისტანცირება მოახდინა და პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კობახიძის ჯგუფისთვის, მაგრამ დღეს თქვა, რომ ეს ჩემი პროცესია. მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვები და იუსტიციის საბჭო ჩემი საყვარელი შვილები არიან. ესენი არიან მისი საყვარელი შვილები? ამ შვილებით უნდა მოიგოს არჩევნები მომავალში? ფაქტობრივად, მან დღევანდელი განცხადებით გადააგდო ყველა ის ადამიანი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უზრუნველყო მისი გამარჯვება”, – აცხადებს ხუხაშვილი.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
რა უთხრა ადვოკატს 4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედამ
დაწერე კომენტარი