“გაგიჟებული ვარ, რატომ უნდა შემეძლოს დილას გაღვიძება, თუკი ჩემს პატარა გოგონას ეს არ შეუძლია” – კობის მეუღლის უმძიმესი მიმართვა

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მეუღლემ ვანესა ბრაიანტმა კიდევ ერთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.


37 წლის ვანესამ ინსტაგრამზე ვიდეო განათავსა, რომელშიც კობის და ჯიჯის კადრებია.

„ჩემს ტვინს უჭირს იმის მიღება, რომ კობი და ჯიჯი აღარ არიან. ერთი მხრივ ვცდილობ, კობის გარდაცვალება დავიჯერო და მეორე მხრივ, ჩემი სხეული უარყოფს იმის მიღებას, რომ ჩემი ჯიჯი ჩემთან აღარასოდეს მოვა. არასწორია ეს ყველაფერი. რატომ უნდა შემეძლოს დილას გაღვიძება, თუკი ჩემს პატარა გოგონას ეს არ შეუძლია? გაგიჟებული ვარ. მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. ვიცი, რომ ნორმალურია ის, რასაც ვგრძნობ. როგორ მინდა, რომ ჩემთან ერთად იყვნენ და ეს კოშმარი აღმოჩნდეს. ვლოცულობ ყველა ადამიანისთვის.ვინც იმ ტრაგიკულ დღეს დაიღუპა. გთხოვთ, თქვენც არ შეწყვიტოთ ლოცვა!” – წერს ვანესა.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი - ჩინელი მეცნიერებმა ზუსტი ტემბერატურა დაადგინეს
კორონავირუსის პანდემიის დასასრული ძალიან ახლოსაა, ჩვენ კარგად ვიქნებით – ამერიკელი მეცნიერის დამაიმედებელი პროგნოზი
"დინამიკა შემაშფოთებელია, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს"- პრემიერი
დაწერე კომენტარი