გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია უკვე 17 საათია მიმდინარეობს, პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს.  არსებული ინფორმაციით, 46-ე კორპუსში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან. დღეს დილიდან ისმოდა აფეთქებებისა და სროლის ხმა.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

ცოტა ხნის წინ განხორციელდა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჯავშანტექნიკა შეიყვანეს. ეს არის სპეციალური ჯავშანმანქანა “კობრა”. ადგილზე ამ დროისთვის აღარ ისმის სროლის ხმა. სამართალდამცველები მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

სპეცრაზმი მიმდებარე ტერიტორიას სრულად აკონტროლებს. ალყაშია მოქცეული რამდენიმე კორპუსი.

დადასტურებული ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ერთი პირი დაიჭრა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი დაჭრილის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

დაჭრილი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალები უცნობია. მას ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

loading…
გააკეთე კომენტარი!