“გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო მის უფ­როს­ზე, ამ­ბობდა შენ ხარ თამარ ლაჩარი…”

თამარი

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში მო­ი­პო­ვე­ბა აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ის ტყე­ში თვით­მკვლე­ლო­ბით სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

სწო­რედ ეს ვი­დე­ო­ე­ბი აჩ­ვე­ნეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბრი­ფინ­გის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

და­ხუ­რულ ჩვე­ნე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ჟურ­ნა­ლის­ტი ნინი თვა­რა­ძეც ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” ისა­უბ­რა.

რო­გორც ის ჰყვე­ბა, ერთ-ერთი ემო­ცი­უ­რი იყო ვი­დეო, სა­დაც 23 წლის პროგ­რა­მის­ტი სა­კუ­თა­რი უფ­რო­სის მი­მართ გრძნო­ბებ­ზე სა­უბ­რობ­და.

“ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში თა­მა­რი 2012 წელს და­გეგ­მილ თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს… ის ამ­ბობს, რომ ამ წელს თა­ვის მოკ­ვლა გა­ნიზ­რა­ხა, თუმ­ცა გეგ­მა ვერ შე­ას­რუ­ლა და ამის გა­მოც საყ­ვე­დუ­რობს თა­ვის თავს. ეუბ­ნე­ბა, რომ “შენ ხარ, თა­მარ, ლა­ჩა­რი!”

ამის შემ­დეგ მო­დის ვი­დეო, სა­დაც თა­მა­რი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია. ის ზის მან­ქა­ნა­ში და ვი­დე­ოს იღებს სელფ-კა­მე­რით. იხ­სე­ნებს წვე­უ­ლე­ბას, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და მის უფ­როს­თან, ნიკა გე­ჯა­ძეს­თან ერ­თად, ხოლო ნიკა მის შეყ­ვა­რე­ბულ ნი­ნის­თან ერ­თად. ამ­ბობს, რომ ისი­ნი არ უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ მის გრძნო­ბებს და საყ­ვე­დუ­რობს მათ. ემო­ცი­უ­რად მი­მარ­თავს ნი­კას და ნი­ნის. ყვე­ლა სი­ტყვის ცი­ტი­რე­ბას ახლა ვერ მო­ვახ­დენ, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­სას­მე­ნია. ის ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო მის უფ­როს­ზე ნიკა გე­ჯა­ძე­ზე. ამ­ბობს, რომ სიკ­ვდი­ლი უნდა ყვე­ლა­ზე მე­ტად. ერ­თა­დერ­თი მშობ­ლე­ბი და მის ძმა­ზე დარ­დობს, რომ­ლებ­საც არ იცის რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ” – ჰყვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი.

სრულად იხილეთ: ambebi.ge

დაწერე კომენტარი