გაანადგურა თუ არა თეიმურაზ ბაქრაძემ მტკიცებულებები-რას აცხადებს პროკურორი

ბარნოვის ქუჩაზე თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა ოთარ ხურციძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფბმა თავიდან ნამდვილად არ იცოდა აღნიშნული დანაშაულის შესახებ.

“ტელევიზორშიც არ ჰქონდა ნანახი. ფაქტობრივად დაკავებამდე ერთი-ორი საათით ადრე უკვე მისთვის ცნობილი გახდა და დაკავების შემდეგ ყველანაირად ითანამშრომლა გამოძიებასთან.

როცა ვეფხია ბაქრაძე მასთან სახლში სისხლიანი ტანსაცმლით მივიდა, თეიმურაზ ბაქრაძემ ჰკითხა, რატომ ჰქონდა ტანსაცმელი სისხლიანი, მან კი უპასუხა, რომ სვამდა მეგობართან და სადღაც თხრილში ჩავარდა ნასვამ დგომარეობაში. ფაქტობრივად, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მოუყვა მან მკვლელობის შესახებ.

არანაირი მტკიცებულება თეიმურაზ ბაქრაძეს არ გაუნადგურებია და არც შეეძლო გაენადგურებინა. ის არის უწესიერესი, უპატიოსნესი, მშრომელი ადამიანი და არანაირი შეხება არ აქვს კანონთან, სამართალდარღვევა მას არასოდეს ჩაუდენია” – განაცხადა თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა ოთარ ხურციძემ.

რამდენიმე საათის წინ საქალაქო სასამართლომ თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მის ნათესავ თეიმურაზ ბაქრაძეს პატიმრობა დანაშაულის დაფარვისთვის შეეფარდა.

შგახსენებთ, ვეფხია ბაქრაძემ თავისი მეუღლის შვილს, თაკო გამრეკელაშვილს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

loading…

პოპულარული

"უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" - ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას ცემა სცადა (ვიდეო)
"დიდ დიღომში ამოვიდა 21 ნომერში. მძღოლმა, თუ შავი ძაღლია გაანებე ეგ საბურთალოზე ჩადისო"
"ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას" - შალვა ნათელაშვილი
"მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“ - ირმა ინაშვილი
დაწერე კომენტარი