ბუდაპეშტის ქუჩაზე მკვლელობის ადგილას ბრალდებულებს 200 ათასი დოლარი ეგულებოდათ, მკვლელობა ანგარებით არის ჩადენილი

ბუდაპეშტის ქუჩაზე მკვლელობის ადგილას ბრალდებულებს 200 ათასი დოლარი ეგულებოდათ, მკვლელობა ანგარებით არის ჩადენილი, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში 70 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა ინა გუგუშვილმა განაცხადა. 

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ მარიამ კუპრეიშვილს, რომელიც მოკლულის შვილის შვილია, მის მეგობარ გიორგი გვარამიასთან ერთად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

გაირკვა, რომ საქმეში დევს წერილი, რომელიც ბრალდებულების მიერ არის დაწერილი და საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. წერილის შინაარსს ბრალდება არ ასაჯაროებს, ადვოკატები კი ამბობენ, რომ წერილი პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს და მომხდართან კავშირი არ აქვს. 

რაც შეეხება თანხას, პროკურორის თქმით, ეს თანხა ბრალდებულებს ერთ-ერთი მათგანის სწავლის გადასახდელად სურდათ, თუმცა სახლიდან სადაც 70 წლის მამაკაცი მოკლეს, მხოლოდ 335 ლარია წაღებული. 

ბრალდებულები ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ, მაგრამ ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. 

ასევე, სხდომაზე ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ ბუდაპეშტის 3 ნომერში, მკვლელობის დღეს, ბრალდებულები მართლაც იმყოფებოდნენ, თუმცა სხვა მიზნით და დანაშაული არ ჩაუდენიათ. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 3 ივლისს ჩაინიშნა.

შსს-მ 1998 წელს დაბადებული მარიამ კუპრეიშვილი და 1997 წელს დაბადებული გიორგი გვარამია განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მარიამ კუპრეიშვილმა და მისმა მეგობარმა გიორგი გვარამიამ, მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, კუპრეიშვილის ბაბუას, ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ კი დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

loading...

პოპულარული

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ღამე - ისტორიული კადრები (ვიდეო)
"ყველაზე მეტად მისი ჩახუტება მენატრება" - თამრიკო ჭოველიძის ნივთები და თაროზე მიწებებული საღეჭი რეზინის ისტორია, რომელსაც მამამისი დღემდე ინახავს (ვიდეო)
"ახლა ხო მეგე**ნათ კარგის ტ***კი სუყველას" - ნინო გაჩეჩილაძის ვიდეო, რომელიც ყველამ უნდა ნახოს
"ქალმა უთხრა, რომ ბიუსტჰალტერს არ გაიხდიდა, მაგრამ მან უკან მაინც გაუხსნა და მოსთხოვა, დაწოლილიყო..." - საკარანტინე ზონაში მყოფი ქალი ექიმს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
დაწერე კომენტარი