ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ავსტრიამ, დანიამ, შვედეთმა, ლატვიამ და გერმანიამ ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარეს

ხუან გუაიდო

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ავსტრიამ, დანიამ, შვედეთმა და ლატვიამ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის სპიკერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარეს, ამის შესახებ განცხადებები ამ სახელმწიფოების საგარეო უწყებებმა და ხელისუფლებებმა გაავრცელეს.


დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯერემი ჰანტი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი.

შესაბამისი განცხადებები გაავრცელეს შვედეთის საგაეო მინისტრმა მარგო ვალსტრემმა და პოლონეთის საგარეო უწყების პრეს სამსახურმა.

ხუან გუაიდო ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად აღიარა გერმანიამაც, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ და ავსტრიამ მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს – ის ან 8 დღეში ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, ან ევროპის ქვეყნები ოფიციალურად ცნობენ ოპოზიციურ ხელისუფლებას.

ვენესუელას ე.წ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არ დაეთანხა ევროპული ქვეყნების ულტიმატუმს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.

აშშ და ბევრი სხვა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს და მხარს ოპოზიური პარლამენტის ლიდერს ხუან გუაიდოს უჭერს, რომელმაც თავი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად წინა კვირას გამოაცხადა.

ნიუპოსტი

loading…

პოპულარული

"მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე"
მუქარა ივანიშვილის სახელით - რა შეუთვალა ოლიგარქმა "ოცნების" დეპუტატებს კობახიძის პირით (ვიდეო)
პატიმარი ცოცხით - მსჯავრდებული, რომლის ვიდეომ "ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა დუმილს არღვევს და ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებს (ვიდეო)
"მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის"- ზაზა სარალიძის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი