“ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია” – ხორავას ქუჩის საქმე

ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია, შესაბამისად, მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას – განაცხადა პროკურორმა მერაბ მორჩაძისსასამართლოს დასრულების შემდეგ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე დღეს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე.

„დასრულდა საქმის არსებითი განხილვა პირველ ინსტანციაში. მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. იგი ცნობილია დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი. მერაბ მორჩაძე ცნობილია დამნაშავედ სსკ-ს372-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის. ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია. მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას. აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება”, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა

მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. ​საპროცესო გარიგებით, კი მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, მისი მოხდა კი, პირობით ორი წლით გამოსაცდელი ვადით განესაზღვრა

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი