ბრაზილიასა და საბერძნეთში კორონავირუსი დაფიქსირდა

ვაქცინა

ბრაზილიასა და საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

„როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლათინური ამერიკის ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი 61 წლის ქალს დაუდგინდა. ის სან პაულოს სამედიცინო ცენტრში იმყოფება. სააგენტოს ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი 9 თებერვლიდან 21 თებერვლამდე ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.

პარალელურად, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთშიც. დასავლური მედიის ცნობით, 38 წლის ქალი სალონიკის ერთ-ერთ საავადმყოფოშია. როგორც ცნობილია, პაციენტი უახლოეს წარსულში იტალიას სტუმრობდა. ამჟამად, ხელისუფლება იმ პირების იდენტიფიცირებას ცდილობს, რომლებთანაც დაინფიცირებულს პირდაპირი კონტაქტი ჰქონოდა.

loading...

პოპულარული

„როგორ გვაბრმავებს სახელმწიფო კორონა ვირუსთან ბრძოლისას, უკონტროლო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად... აქ ადამიანების სიცოცხლე დგას სასწორზე!“ - ქართული კარანტინის სკანდალური ისტორია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსმა ნიუ იორკი გაანდგურა - გადარჩება თუ არა აშშ-ს სხვა ქალაქები?
ავსტრალიელი მეცნიერები COVID-19-თან ბრძოლას პარაზიტების გასანადგურებელი წამლით იწყებენ
დაწერე კომენტარი