ბოლო კომუნიკაცია გუშინ მქონდა – შატალოვას ადვოკატის თქმით, ქალი ზურაბ ბერიძისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა

ანა

ანასტასია შატალოვას საქმე – დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს  ბათუმის ყოფილი ვიცე-მერისთვის შემაკავებელი ორდერის გაცემის მოთხოვნაზე უნდა ემსჯელა.

ადვოკატის თქმით, შატალოვამ ივნისში უთხრა, რომ ყოფილმა ვიცე-მერმა მასზე და მის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ბათუმის ყოფილი მაღალჩინოსანს პატიმრიბაც კი მიუსაჯეს, თუმცა მალევე გირაოთი შეუცვალეს.

კომუნიკაცია გუშინ გვქონდა საღამოს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლო პროცესის სხდომა უნდა გამართულიყო, მისი და ვაჟის სახელით დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. რატომღაც, მოხდა ისე, რომ გადაიდო სხდომა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის მოთხოვნით, ავადმყოფობის მოტივით. ისინი ერთი პერიოდი შერიგდნენ, თუმცა ეს შერიგება არ იყო რეალურად. ზაფხულში დამიკავშირდა თბილისიდან და მითხრა, რომ პაატა მოხდა ჩემზე და ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა. შემდეგ ვერ მიაგნეს ამ ადამიანს, რატომღაც. მერე იმავე მოსამართლემ, რომელმაც დაკავების განჩინება გასცა, 50-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. გამოძიების ფარგლებში შემაკავებელი 30 დღიანი ორდერიც კი გაიცა. გავიდა ეს ვადა და შატალოვამ მე, როგორც მის ადვოკატს დამავალა, რომ მაქსიმალური, 9-თვიანი ვადით გამოცემულიყო ორდერი“, – ამბობს ადვოკატი პაატა შავაძე.

ტვ პირველი

რეკლამა

დაწერე კომენტარი