,,ბოლოს მამაჩემს ჩემი ხელით ვაჭამე და ამით ვიყავი ბედნიერი” – მირიან ჯეჯელავა

ყოფილი ტელესახე და რადიოწამყვანი მირიან ჯეჯელავა მამის ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს ფეისბუქში.

,,ბოლოს ჩემი ხელით ვაჭამე და ამით ვიყავი ბედნიერი. ახლაც ბედნიერი ვარ და სულ ვიქნები, ასეთი მაგარი მამა რომ მყავდა”, – დაწერა მირიან ჯეჯელავამ.

სამწუხაროდ, მას რამდენიმე წლის წინ დედაც გარდაეცვალა. ყველაზე ახლობელი ადამიანის დაკარგვა ძალიან მძიმედ გადაიტანა. თავის ტკივილზე მაშინ ასე წერდა:

,,პირველად დგება ახალი წელი, როცა მე და მამა მარტოები ვართ. ისეთი უცნაური შეგრძნებაა, სახელს ვერ ვარქმევ. სენტიმენტების შემოტევას თითქმის ყოველთვის ვუმკლავდები, მაგრამ ზოგჯერ ისეთი სუსტი ვარ, არ გამომდის.
ნაძვის ხე დავდგი სახლში, ოღონდ ადრე თუ დედა იყო ინიციატორი, ახლა მამაჩემმა აიჩემა – ნაძვის ხეს როდის დადგამ, როდის დადგამო. არადა არასდროს წამოცდენია მსგავსი რამ…
ისე მენატრება, ისე მენატრება, მეტი რომ არ შეიძლება…
ჩაეხუტეთ დედებს… ისე ჩაეხუტეთ, რომ გაჭყლიტოთ… ჩემს მაგივრადაც”.

მირიანი ამ მძიმე პერიოდზე ,,სარკესაც” უამბობდა:

– ძალიან მარტივად შევეგუე იმ აზრს, რომ ერთ დღეს ყველანი სიკვდილის გზას გავუდგებით. უბრალოდ ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი, რომ საყვარელ ადამიანს კარგავ. ამის შემდეგ იწყება ცხოვრების გადაფასება – სხვანაირად ფიქრობ ადამიანზე, სხვადასხვა საკითხებისადმი დამოკიდებულებაზე. ეგუები ამ ყველაფერს.

ამ დროს მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გარემოცვა, რომლებიც ამ ტკივილის გადატანაში გეხმარებიან. იმ პერიოდში ჯერ კიდევ “იმედის” დილის წამყვანი ვიყავი. პარალელურად ჩემს ცხოვრებაში ელექტრომუსიკის ფესტივალი “დეკოდერი” გამოჩნდა, ასე რომ, ნაკლები დრო მქონდა დეპრესიისთვის.

– ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც გვერდში გედგნენ იმ დროს?

– ახლო მეგობრები, ოჯახის წევრები და ა.შ. ადამიანი ყველაფერს ეგუება და მეც მალევე გადავლახე ეს წინაღობები.

მეორე ფოტოზე: მირიანის მამა ახალგაზრდობაში

“სარკე”

loading…

პოპულარული

სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან და "ცოცხის" დადგმული კადრები (ვიდეო)
სკანდალური კადრები - „სამართალდამცავებმა 4 ახალგაზრდა რადიატორზე მიაბეს და აწამეს“ (ვიდეო)
შეიწყალეთ მამა გიორგი, თქვენო უწმინდესობავ! იგი მკვლელი არ არის... ჯვარზე გაკრულ ქრისტეს მიუგდეთ ყური - ნესტან კირთაძის მიმართვა პატრიარქს
"ერთი პატარა ოთახი აქვს, მშივრებს უფასოდ აჭმევს.... მოხუცი დაინახეს და ეს რა ხალხს უშვებთ კაფეში, სულ აღარ მოვალთო..."
დაწერე კომენტარი