,ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტია…“ – ირმა ინაშვილის მიმართვა ხელისუფლებას და პრეზიდენტის აპლოდისმენტი

irma inashvili

5%-იანი ბარიერისა და პრეზიდენტის ზეპარტიულობის შესახებ იყო საუბარი ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე. ირმა ინაშვილმა ხელისუფლების წევრებს ევროპის მაგალთი შეახსენა, სადაც ბარიერი 3%-ია პროპორციული არჩევნების დროს და იქვე პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ნდობასა და პატივისცემაზე გაამახვილა ყურადღება.

,,თქვენ აწესებთ 5%-იან ბარიერს. მე ვტყუი თუ სიმართლეს ვამბობ? – იტალიაში რამდენ პროცენტიანი ბარიერია პროპორციული ხმების? 3%-იანი და იქ არის ყველაფერი დაბალანსებული. იქნებ პრეზიდენტიც მართალია რაღაცაში, როცა გამოდის და ამბობს, რომ საფრთხეა ამ კონკრეტულ ცვლილებებში. ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტია, ხალხმა აირჩია! თქვენი წარდგენილი პრეზიდენტია” – განაცხადა ირმა ინაშვილმა, რასაც თავის მხრივ დარბაზისა და გიორგი მარგველაშვილისგან აპლოდისმენტი მოჰყვა.

დაწერე კომენტარი