პრეზიდენტმა ტრამპმა მწვანე ბარათებისა და სამუშაო ვიზების გაცემა წლის ბოლომდე შეაჩერა

ტრამპი
President Donald Trump speaks during a Cabinet Meeting in the East Room of the White House, Tuesday, May 19, 2020, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზოგიერთი კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა 2020 წლის ბოლომდე შეაჩერა. ამ პერიოდამდე გახანგრძლივდა მწვანე ბარათზე დაწესებული შეზღუდვაც.

დონალდ ტრამპის განკარგულების თანახმად, გარკვეული გამონაკლისების გარდა, დროებით აღარ გაიცემა ის ვიზები, რომლებიც სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებისთვის, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავეებისთვის, ასევე კულტურული და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისაა განკუთვნილი.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სამუშაო ვიზებზე დროებითი შეზღუდვა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს უსამსახუროდ დარჩენილი ამერიკელი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ შტატების პრეზიდენტი საიმიგრაციო პოლიტიკის გასამკაცრებლად კორონავირუსის პანდემიის არგუმენტს იყენებს.

დაწერე კომენტარი