ბოლნისში მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა ბოლნისში – არსებული ინფორმაციით მამაკაცს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ის ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, საავადმყოფოში მიყვანის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება. მკვლელობის მიზეზი უცნობია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი