ბოთლში მოთავსებულ და ოკეანეში გადასროლილ წერილზე ბიჭმა პასუხი 9 წლის შემდეგ მიიღო

ბოთლი-წერილი

2010 წლის აგვისტოში 10 წლის მაქს ვრედენბურგმა, რომელიც იმ დროს ბოსტონთან მდებარე პატარა ქალაქ როკპორტში ცხოვრობდა, ოკეანეში მინის ბოთლი ისროლა, რომელშიც მას წერილი ჰქონდა მოთავსებული.

ბიჭი წერილში საკუთარ თავზე წერდა, რომ უყვარს ვაშლი, ცხოველები, ავტომობილები და სანაპიროები. ვრენდენბურგმა წერილის ავტორს სთხოვა, რომ მისთვის მითითებულ მისამართზე წერილი გამოეგზავნა. 9 წლის შემდეგ ბიჭმა, რომელიც ახლა უკვე მასაჩუსეტსის უნივერისტეტის სტუდენტია, პასუხი მიიღო.

წერილის ავტორი წერდა, რომ ბოთლმა 6 000-ზე მეტი კილომეტრი გადალახა და საფრანგეთის სანაპიროს მიაღწია. კაცმა წერილში ის ადგილი ზუსტად აღწერა, სადაც ბოთლი იპოვა და პასუხთან ერთად ბიჭს წერილიც გაუგზავნა. 19 წლის ვრენდენბურგმა წერილი Twitter-ზე გამოაქვეყნა.

პოპულარული

„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი ცნობილია - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში
„კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან“ – ვახო სანაია თორნიკე შენგელიას
საწამებელი ოთახები, სკალპელები, საჭრელები და ბორკილები, ათასობით კილოგრამი კოკაინი - ნიდერლანდებში "საუკუნის" სპეცოპერაცია ჩატარდა
დაწერე კომენტარი