„ბოდიშს მოვიხდი,მაგრამ თქვენ მამაოს ვერ გიწოდებთ“

სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში მამა პეტრეს მიმართავს:

შავი ჩაი ასკილით

„პასუხი პეტრე კოლხად წოდებულ ბატონ პეტრეს-ბოდიშს მოვიხდი,მაგრამ თქვენ მამაოს ვერ გიწოდებთ,რადგან ჩემს წარმოსახვაში და ცნობიერებაში ჭეშმრიტი მართლმადიდებელი მამაო აბსოლიტურად სხვაგვარად აღიქმება ვიდრე თქვენ და თქვენი მსგავსნი.თქვენ პოდიუმზე მოსიარულე მოდელებს უფრო გავხართ,ვიდრე სასულიერო პირს,ჭეშმარიტი სასულიერო პირის მაგალითი ჩემთვის ბერი გაბრიელია,თავისი უბრალოებით და მიწიერი ცხოვრების უარყოფით,თქვენი ლტოლვა გარეგნული სილამაზისადმი,თანამედროვე-მოდური ჩაცმულობისადმი უფრო სექტანტურ-პროტესტანტულ მწვალებლობას წააგავს,ვიდრე ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას.თქვენ და თქვენნაირებს გსურთ ტრანსფორმირდეს ეკლესია და ის თანამედროვე-მოდერნისტულ ორგანიზაციად გარდაიქმნეს,მაგრამ ერთს ვერ ხვდებით,რომ ეკლესია არაა რაღაც სახელმწიფო თუ გასართობი ინსტიტუცია,რომელსაც გარეგნული ეფექტების შემქმნელი,ყალბი,სულიერებისგან დაცლილი,მეტიჩარა გოგოებისათვის-“ვაიმე რა საყვარელია”-მოძღვრები ჭირდება,ეკლესია უფლის სახლია,რომელიც ყველანაირი გარეგნული სიმდიდრისგან თუ მიწიერი ცხოვრებისგან შორს მდგომი სულიერი მოძღვრები ჭირდება,რომლებიც თავისი მატერიალური სიღარიბითა და უბრალოებით მიუწვდომელი მაგალითი იქნება ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის.არ მსურს ჩემი ეს წერილი თქვენდამი დიდაქტიკურ შეგონებაში გადაიზარდოს,რადგან მე-20 წელი პოლიტიკაში მყოფი პირი ალბათ ძალზედ ცოდვილი ვარ,თუმცა თქვენმა სტუმრობამ რუსთავი-2-ის ეთერში და გადაცემა “პროფილში” პიარმა კიდევ უფრო განმიმტკიცა აზრი,რომ მართლა არ გესმით სასულიერო პირის ჭეშმარიტი მისია და თქვენს დანიშნულებად ე.წ.მარიაჟობას თვლით.სამწუხაროდ სწორედ თქვენი მსგავსნი სასულიერო პირები ხდებიან გაბუნიების,გვარამიების და სხვა უგვანო-უჯიშო ათეისტ-ღვთისმგმობელების წარმოშობის ნიადაგი,სწორედ თქვენი მოდერნიზმის და კონფორმიზმის ნაყოფია ის გაუგონარი სიბილწე,რომელიც იმ ტელევიზიის ეკრანიდან მოედინება,რომლის სასურველი და საყვარელი სტუმარიც თქვენ ბრძანდებით.–პეტრე ბატონო!ან გაიაზრეთ თქვენი ჭეშმარიტი დანიშნულება და ან შეეშვით ამ საქმეს! საქართველოს ბერი გაბრიელი ჭირდება და არა მატრაკვეცა გოგოების-“ვაიმე რა საყვარელია ჩემი მამაო”-ტიპაჟები,რომლებიც მილანის მოდების სახლებში უკვეთავენ სამოსელს.იმედი მაქვს სწორად გაიგებთ ჩემს ამ კეთილი სურვილებით გამსჭვალულ წერილს!!!!“

loading…
იტვირთება…

პოპულარული

რუსეთში ინტიმური ადგილების გაპარსვა უნდა აიკრძალოს - დუმის წევრი ქალბატონი
დიდი რეჟისორი ივანიშვილის წინააღმდეგ - „ხიტრი იმერელია, ყველაფერს მოგატყუებს... ერთ ტრუპკაში რეკავს, ერთს ლაპარაკობს და მეორე ტრუპკაში - მეორეს“
„ოცნების“ ახალი პრემიერი და სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო სკანდალში ეხვევიან
მსოფლიოს ყველაზე სენსაციური პენალტი, რომლის შემსრულებელმაც ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)
დაწერე კომენტარი