ბლინკენმა უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა

ბლინკეინი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის კორუფციული და უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო სანქციები დაუწესა. ამიერიდან, კოლომოისკის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. 

“დღეიდან უკრაინის ყოფილ ხელისუფალს იგორ კოლომოისკის უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული კორუფციული ქმედებების გამო აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას”, – აცხადებს ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. 

დაწერე კომენტარი