“ბიჭს უმკურნალეს, თვალი აეხილა. დაინახა ულამაზესი ხეობა, ლურჯი ცა, უმშვენიერესი გოგო და შეუყვარდა. იმ ღამეს კი, ბიჭმა, უკანასკნელად…”

თემირლანი

მოქალაქე მამუკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს:

ესეც ამბავი ბიჭისა, რომელიც საქართველოში დაიბადა. ჰყავდა მოსიყვარულე დედა, ღირსეული მამა, ბევრი ნათესავი და მოყვარე, მისი ნანატრი დაბადებით ყველანი სიხარულით ცას ეწიენ. ბიჭი იზრდებოდა, სწავლობდა სამშობლოს სიყვარულს, უფროსის პატივისცემას, შრომას, მადლიერებას და ყოველივე იმას რასაც მამაკაცები ბიჭობიდან სწავლობენ. მხოლოდ ესაა, რომ ცუდად ხედავდა, უჭირდა, მაგრამ ახსოვდა რომ ჰყავდა მოსიყვარულე დედა, ღირსეული მამა, ბევრი ნათესავი და მოყვარე. ბიჭს უმკურნალეს და ერთ დღესაც თვალი აეხილა. დაინახა თავისი სამშობლო, ულამაზესი ხეობა, მაღალი მთები, ლურჯი ცა, დაინახა როგორ ყვარებიათ, დაინახა, რომ სიცოცხლე გაცილებით ფერადი და თვალწარმტაცია ვიდრე წარმოედგინა და რაც მთავარია, დაინახა უმშვენიერესი გოგო და შეუყვარდა. იმ ღამეს კი, ბიჭმა, უკანასკნელად, წითელი მანათობელი წერტილი დაინახა. ეს იყო და ეს.. გასროლილმა ტყვიამ ის სიზმარიც შეწყვიტა, რომელსაც ბოლოს ხედავდა: მშვენიერ ხეობას, ლურჯ ცას და ლამაზ გოგოს.
ბიჭს თემირლანი ერქვა, გვარად კი მაჩალიკაშვილი იყო.

პოპულარული

"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
„მილიონი კაცია და ჩამოყვანილი როგორაა, კამერა მიაბრუნეთ, ნახეთ რა პასუხია, გენიალური“ - ქალბატონი "ოცნების" აქციიდან (ვიდეო)
"ამდენი უპატრონო ადამიანია და ესენი კიდევ ზეიმობენ" - "ოცნების" აქციაზე ირაკლი ხომასურიძემ პროტესტის ნიშნად თავზე ნაცარი დაიყარა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
დაწერე კომენტარი