„ბიჭს ახალნაოპერაციებ ფეხში ჩაარტყა, საავადმყოფოში მეორედ გააქანეს“ – ახალი დეტალები რუსთაველ მოსწავლეზე

„საპირფარეშოში შედიოდა, ბავშვებს დანით კაწრავდა და ემუქრებოდა. ფულის მოტანას აძალებდა”, – ამის შესახებ რუსთავის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ.

მათი თქმით, 16 წლის გოგონა საკმაოდ მაღალ თანხებს ითხოვდა და თანასკოლელებს ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

„ეს ყველაფერი თურმე სამი წელია გრძელდება. შარშან ჩემი შვილის კლასელი სცემა და თმით ითრია, რატომ არ მემეგობრებიო. შარშან ბიჭს ჩაარტყა ახალნაოპერაციებ ფეხში, ბავშვი საავადმყოფოში მეორედ გააქანეს. დღე ისე არ გადის, რომ ამ ბავშვმა ვინმეს რაიმე არ დაუშაოს. არ გვინდა ასეთი მოსწავლე სკოლაში”, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

16 წლის გოგონას დედა კი ამბობს, ყველაფერი შეთხზული საქმეა და მის შვილს ცილს სწამებენ. „მუსიკის მასწავლებელმა გაითამაშა, სპეციალურად წაიქცა. მისი შვილი მუშაობს ქალაქში საავადმყოფოში და ყველას იცნობს, სიცრუე დააწერინეს”.

შეგახსენებთ, სასწავლო პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო რუსთავის #5 საჯარო სკოლაში.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლების აქცია გაიმართა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეექვსე კლასელი გოგონა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კიბიდან პედაგოგი დააგორა, სკოლაში მშობელთან ერთად მივიდა. ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო და სწორედ სამართალდამცველების მეშვეობით დაატოვებინეს სკოლის ტერიტორია.

მშობლები აპირებენ მცირე ჯგუფის შექმნას და დირექტორთან შეხვედრას. აცხადებენ, რომ სკოლაში ბავშვებს არ უშვებენ, რადგან მათი შვილები საფრთხეში არიან. მათი მოთხოვდაა, 16 წლის გოგონა სკოლიდან გარიცხონ და სხვა სკლაში გადავიდეს.

პრაიმტაიმი

პოპულარული

"ვხედავ, ოლიგარქი ბრდღვინავს, მასთან მორიგება ძალიან სახიფათოა" - ლელა კაკულია
თბილისის საკრებულოს დეპუტატს, რიმა ბერაძეს, კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებენ
"თუ შეიძლება, რომ თქვენი საფირმო ჟესტი გაგვიკეთოთ" - კახი კალაძე "ფეისბუქ ლაივისას" დატროლეს (ვიდეო)
ვინ არის დეივიდ დათუნა, რომელმაც გამოფენაზე ბანანი შეჭამა (ფოტოკოლაჟი)
დაწერე კომენტარი