23 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი ორი დღე ეძებდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

მარტვილის რაიონის სოფელ დიდ ჭყონში, 23 წლის ბაჩანა გაგუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სოფელ დიდი ჭყონის რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

„ორი დღეა ეძებდნენ და ბოლოს მის ოთახში იპოვეს ჩამომხრჩვალი, ჰყავს ახალგაზრდა მშობლები. ადრე მუშაობდა სოფელ ტალერის ხის საამქროში. არავინ არ იცის ეს რატომ ჩაიდინა“,- აცხადებენ სოფლის ადმინისტრაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
primetime.ge

დაწერე კომენტარი