(ვიდეო)”ის ბიჭი არ მოკვდა ჯერ,მერე გარდაიცვალა,საავადმყოფოში”-ახალი დეტალები დღეს დილით 25 წლის ბიჭის მკვლელობაზე

მკვლელობა თბილისის ცენტრში – დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან მელევე გარდაიცვალა.

ამჟამად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა ესმოდათ ჩხუბის ხმა.

„გვიან ღამით 04:00 საათი იყო. ბიჭი იგინებოდა. ჩხუბის მაგვარი იყო. მერე პოლიცია მოვიდა,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სავარაუდოდ, მკვლელი იქვე მდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.

„სასიკვდილოდ იყო დაჭრილი ჩვენი თანამშრომელი და ჩემი მეგობარი. ის იმყოფებოდა თავის მეგობართან ერთად. ისიც არის დაჭრილი რამდენადაც ჩვენ ვიცით და იმყოფება ერთ-ერთ საავადმყოფოში. ეს შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სავარაუდოდ 05:00-დან 06:00 საათამდე და მშობლებმა და ნათესავებმა შუადღისით შეიტყვეს ეს ინფორმაცია. ამ წუთამდე არ აქვთ საშუალება, რომ მოახდინონ იდენტიფიცირება. ერთადერთი რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სწრაფი ეფექტური გამოძიება,“-განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი