ბიძინა რომ პროცესებს გაეცალოს, ქვეყანა დაინგრევა-ხუხაშვილი

ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ტვ “კავკასიას” ეთერში ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და იმ მთავარ რისკებზე საუბრობს, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების  არაკვალიფიციურობით შეიძლება შეიქმნას. 

ექსპერტი ამბობს, რომ თუ ახლა ხელისუფლების შეცვლა მოხდა, ბიძინა ივანიშვილს “ოცნება” ბოლომდე გაიმეტებს და ტავის გადარჩენის მიზნით, ყველაფერს მას დააბრალებენ. სწორედ ამიტომ, მისივე შეფასებით, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს: 

“ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციები, ვერ გაიგებ ვინ ვინაა. პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა და ლენტების გაჭრითა დაკავებული, მერე თუ ძალიან ამოასხა წავა და ვინმეს აგინებს. ის ხომ პოლიტიკური არარაობაა, მოდი ასე ვთქვათ. მთელი “ქართული ოცნება” დღემდე პარაზიტირებს ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე. ისინი დღეს ერთი რამით არიან დაკავებულები, ქვეყნის მართვით კი არა, არამედ იმით, რამე არ გააფუჭონ, იმიტომ რომ არ დაკარგონ ეს პარაზიტული ადგილი. ჩაბღაუჭებულები არიან სკამებს და ასე იციან, რომ თუ არაფერს არ აკეთებ, არც არაფერი არ უნდა გააფუჭო. აი, ეს არის დღევანდელი დღის უბედურება. საზოგადოება სულ დახლეჩილია, სულ რია რიაა, ყველა თანხმდება, რომ ამ ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი. ასე აზროვნებენ, დამიჯერე.

მე რომ ამ ინიციატივით გამოვდივარ, ბიძინა ივანიშვილმა იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე, შენ გგონია ამის ილუზია მაქვს, რომ მართლა წავა და კენჭს იყრის? მე ვამბობ, რომ არსებული მმართველობის ფორმალიზება არის ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი. ეს არის საზოგადოების, ხალხის ინტერესებშიც. ბიძინა ივანიშვილი დღეს არის ეჭვმიტანილი, ყველაფერი ბრალდება მას.

‘ქართულ ოცნებაში” უბრალოდ თამაშობს, უნდა ტყლაპოში ჩახტებიან, რამეს ვერ გააკეთებენ, ან გააფუჭებენ, მათ მაინც არ დაბრალდებათ. ყველაფერი შერჩებათ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ბრალია ეს ყველაფერი. ბიძინა პასუხისმგებელია მხოლოდ ამ პარაზიტების გამრავლებაზე. მოდი ასე ვთქვათ, მას ეტენება ყველაფერი, საკუთარი დანაშაულიც და სხვისიც. 

ბიძინა ივანიშვილი ხომ ამბობს, რომ ის არის პატრიოტი, მას უყვარს ქვეყანა, მაშინ კეთილი ინებოს და აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან მძიმე და სახიფათო სიტუაციაში აიღოს იმ ფორმით, რომ გახდეს პრეზიდენტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინას უყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ მას არა აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა. ამიტომ მას აქვს უფრო კოჭლი სიყვარული, მე მინდა ის ორივე ფეხით დადგეს მყარად. საერთოდ რომ გაეცალოს ბიძინა პროცესებს, დაინგრევა ქვეყანა. ვინ მართოს ქვეყანა, თალაკვაძემ? ერთადერთი გარანტია ის დღეს პოლიტიკური სტაბილურობის. ჩამოინგრევა ქვეყანა დამიჯერეთ.

 “ქართული ოცნება” ხომ პარტია არ არის? ეს არის პარაზიტების გუნდი. ეს პოლიტიკური ელ;იტა არის გაკოტრებული. ის ღრმა კრიზისშია.  ეს ხელისუფლება რომ შეიცვალოს ახლა, ბიძინას არანაირი იმუნიტეტი არ იცავს, “პასტას”ვერ გააგდებინებენ ხელიდან კვირიკაშვილიდან დაწყებული ყველას.  შენ გგონია “ქართული ოცნების” პოლიტ ელიტა არ დადგება არ იტყვის, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი იყო? ყველაფერს იმას შეტებნიან, თავის ქაქსაც. იტყვიან, ბიძინა გვავალებდა ჩვენ რა გვექნაო?! მიშას გუნდი ყავდა, შეკრულები იყვნენ და მიშას ჩაშვება ორი-სამი კაცის გარდა არავის გაუკეთებია, ისიც პოლიტიკური მოტივით იყო. ესენი ვინ არიან? ყველაფერს იკადრებენ, ყველაფერს დააბრალებენ. ხელისუფლება ახალი რომ მოვა, რევიზია ხომ ხდება ხოლმე ჩვენთან როგორც წესი? ესენი ყველაფერზე წავლენ, ყველაფერს იტყვიან. ესენი ყველა შეაგინებენ ბიძინას. აბა რა გგონია, თავზე გადაყვებიან?  ახლა რომ ხდება, მიშას ვინც შეაგინებს დააწინაურებენ, ისე იქნება მერეც და ყველა გინებას დაუწყებს ბიძინას”-განაცხადა ექსპერტმა.  

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი