ბიძინა ივანიშვილი ცოლზე 16 წლით უფროსია-რა ვიცით ეკატერინე ხვედელიძის შესახებ

ეკატერინე ხვედელიძე – ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, რომელიც საჯაროდ იშვიათად ჩნდება, მედიისთვის თითქმის მიუწვდომელია. იგი თითქმის არასოდეს აკეთებს კომენტარს და საზოგადოებას მის შესახებ არც ისე ბევრი ინფორმაცია აქვს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები.

ეკატერინა ხვედელიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის პერიოდში მედიის ობიექტივში ხშირად ჩნდებოდა. ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეხვედრებზე დადიოდა და ამომრჩევლებს ხვდებოდა, თუმცა მედიასთან კომუნიკაციისა და ინტერვიუს მიცემისგან თავს იკავებდა.

ეკატერინა ხვედელიძე 1972 წლის 27 აგვისტოს საჩხერეში, ფედია და ლუდა ხვედელიძეების დაიბადა და სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრა. მამა სამტრედიაში არსებულ საავადმყოფოში მთავარი ექიმად, კერძოდ,

ქირურგად მუშაობდა, დედა კი მუსიკის მასწავლებელი იყო. ეკატერინე ხვედელიძეს ჰყავს და, ირმა ხვედელიძე.

Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ეკატერინე ხვედელიძის მასწავლებელი იხსენებს, რომ დები ძალიან კარგად მღეროდნენ და ამავდროულად, ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებიც იყვნენ. მასწავლებელი ასევე იხსენებს, რომ ეკატერინე ხვედელიძეს განსაკუთრებით უცხო ენები, ბიოლოგია და ისტორია უყვარდა და ამავდოულად, კარგად ქსოვდა.

ვინ არიან ბიძინა ივანიშვილის შვილები

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ისტორიის მასწავლებელი ასევე 2 000 წელს მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ეკატერინე ხვედელიძემ მე-3 საჯარო სკოლის დახმარების ფონდი შექმნა და მისი თქმით, 80 თანამშრომელს 11 წლის განმავლობაში ეხმარებოდა. გარდა ამისა, აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციაც მის სახელს უკავშირდება.

რამდენადაც ცნობილია, ეკატერინე ხვედელიძეს არასდროს უმუშავია და მთელი დრო შვილების აღზრდას მოახმარა.

ასევე, გარდა მუსიკალური განათლებისა, ბიძინა ივანიშვილის თქმით (2012 წლის ერთ-ერთი ინტერვიუ), მისი მეუღლე მხატვრობაში კარგად ერკვევა და ნამუშევრების შეძენისას გადამწყვეტი ხმა სწორედ მას ეკუთვნის.

2012 წელს ეკატერინე ხვედელიძე კოალიცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედაც მოიაზრდებოდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდა, შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიასაც ვერ უხელმძღვანელებდა. ეკატერინა ხვედელიძემ კი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თუმცა მოგვიანებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აღარ გამხდარა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ჟურნალისტებთან ინტერვიუსგან თავს იკავებდა, მან ტელეკომპანია “მაესტროს” 2012 წლის სექტემბერში საკუთარი თავისა და ოჯახის შესახებაც ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მასზე 16 წლით უფროსია, თუმცა, ეკატერინე ხვედელიძის თქმით, ამას მისთვის დისკომფორტი არასდროს შეუქმნია:

“გაცნობის პირველი დღიდანვე ვერ მივხვდი ბიძინას ასაკს და არასდროს მიგრძვნია ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა, რადგან ბიძინას საოცარი ხასიათი აქვს – ძალიან უყვარს იუმორი. მუდმივად ხუმრობს და ნებისმიერ ადამიანთან მისი ასაკის ხდება. მაგალითად, ცოტნე დარწმუნებულია, რომ მამამისი მისი ასაკისგან არაფრით განსხვავდება. ამ მხრივ ძალიან მსუბუქი და იოლი პიროვნებაა. არასდროს აქვს დეპრესიული განწყობა, არასდროს მოდიოდა შინ ამ განწყობით, რომ დავიღალე და მომასვენეთ, ყოველთვის ხუმრობს, ლაღია, მსუბუქი, ბედნიერი განწყობა აქვს. რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს, სახლის გარეთ ტოვებს და ისე ცელქობს და ხუმრობს, საკუთარი თავი მასზე უმროსი მგონია. ვაჩერებ და ამაზე ბიჭები სიცილით კვდებიან,” – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

რა განათლება აქვს ბიძინა ივანიშვილს

იმის გათვალისწინებით, რომ ეკატერინა ხვედელიძე თავისი საქმიანობისა და ქონების შესახებ საჯაროდ არ საუბრობს, Allnews.ge შეეცადა, აღნიშნული გაერკვია, რისთვისაც მხოლოდ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია გამოვიყენეთ, რადგან სხვა ტიპის ინფორმაციას ქონების შესახებ ექსპრემიერის ოჯახი არ ავრცელებს.

2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ეკატერინა ხვედელიძე მიწის ნაკვეთებს რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, ასევე საჩხერეში, საგურამოსა და სოფელ ჭორვილაში ფლობდა. გარდა ამისა, მის საკუთრებაში სოფელ ჭორვილაში 261,50 კვ.მ ფართობის სახლიც ფიქსირდება. მილიარდერის მეუღლე თბილისში, კრილოვის ქუჩაზე მდებარე ბინის 50%-სა და მოსკოვში, სავრასოვის ქუჩაზე მდებარე ბინის 50%-ის მფლობელიც იყო.

გარდა ამისა, ეკატერინა ხვედელიძე ანგარიშებს 460$-დან 305 559$-მდე “ქართუ ბანკსა” და “პროგრეს ბანკშიც” ფლობდა.

2013 წლისთვის ექსპრემიერის მეუღლის ანგარიშზე 125 000$; 8 000 ევრო და 25 000 ლარიც იყო. ამავე პერიოდში ფიქსირდება, რომ ეკატერინა ხვედელიძე შპს “აქცეპტის” აქციონერი (კომპანია საქართველოში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარეობს) და “ეს-სი-აი”-ის აქციონერიც იყო (საფრანგეთი, პრინცესას ქუჩა, 29).

ბიძინა ივანიშვილის ქონება გასულ წელთან შედარებით შემცირდა

ქონებრივ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკატერინა ხვედელიძე დახმარების სახით ფიზიკურ პირებზე თანხებს ხშირად გასცემდა.

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ამჟამად ჟურნალისტებთან ინტერვიუსგან თავს იკავებს და მედიის ობიექტივშიც ხშირად აღარ ჩნდება.

allnews.ge

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
ერთწლიანი ქორწინების შემდეგ, ქალი 300 წლის წინ გარდაცვილი მეკობრის სულს დაშორდა
დაწერე კომენტარი