ბიძინა ივანიშვილის მორიგი მსხვერპლი – ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში დასატყვევებლად კანფეტის ხეს ამზადებენ

ბიძინა ივანიშვილის ახალი მსხვერპლი – მის კოლექციას სავარაუდოდ კანფეტის ხე შეემატება.

ოზურგეთის მერია საკრებულოსგან აუქციონზე ხის გაყიდვის ნებართვას ითხოვს. ასწლოვანი ხე, რომელიც დაბა “ლაითურშია, ბიძინა ივანიშვილს თავის დენდროლოგიურ პარკში დასატყვევებლად სჭირდება, ამის სანაცვლოდ კი ადგილობრივებს კიდევ ერთ დაპირებას აძლევს.  

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ დაბა ლაითურში არსებული კანფეტის ხე აუქციონზე გასხვისდება. ასწლოვანი ხის სანაცვლოდ ივანიშვილი ადგილობრივებს სარიტუალო სახლის აშენებას დაჰპირდა.

ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოზიდვის მიზნით, აუქციონის წესით  უძრავი და მოძრავი ქონების სახით, ამ ეტაპზე სულ სამი მსუბუქი ავტომობილი, სხვადასხვა დასახელების ჯართი და კონსტრუქცია, არასასოფლო-არასამეურნეო მიწა ურეკში და დაბა “ლაითურში” მწვანე ნარგავია წარმოდგენილი. 

ხის საწყისი ფასი აუქციონზე 4 400 ლარი იქნება. 

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გაიტანენ.

წყარო: “გურიის მოამბე”

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი