„ბიძინას ტერორის არავის ეშინია… არაფერ კარგს არ ველოდებით“ – გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე

რაფერ კარგს არ ველოდებით, რადგან სასამართლო ბიძინას ჯიბეში უდევს, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს” წევრმა გუბაზ სანიკიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომლის დაკავების თაობაზე განაცხადა.

ამასთან, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომელს, კობა კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და შედეგად დააკავეს. აღნიშნულს გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ დევნას უწოდებს და „რუსთავი 2″-ის საქმესთან აკავშირებს.

„ჩვენ პირდაპირ ვუკავშირებთ ამას პოლიტიკურ დევნას და გარდა ამისა, „რუსთავი 2″-ის საკითხს. იმიტომ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს აქვს ძალიან სერიოზული საბუთები იმისა, რომ მას ეკუთვნის „რუსთავი 2″ და არა ქიბარ ხალვაშს.

თვითონ ბიძინა ივანიშვილი გადასულია ჩვეულებრივ ტერორზე. ბიძინას ტერორის არავის ეშინია, მითუმეტეს ჩვენ. არაფერ კარგს არ ველოდებით, იმიტომ, რომ სასამართლო ბიძინას ჯიბეში უდევს,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკარტი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კობა კოშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოსა და სხვა ნებისმიერი შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
დაწერე კომენტარი