“ბიძინას მონებს თუ შეურაცხყოფთ – უმკაცრესაც, საჩვენებლად დაისჯებით”

ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელშ წერს:

“არასამუშაო დროს ადამიანის პირად სივცეში შეჭრა და თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა, მითუმეტეს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, აბსოლუტურად მიუღებელია და აქ არავითარი “მაგრამ” არ არსებობს. ეს ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი თავდასხმები პირადად გამოგვიცდია. თუმცა არსებობს სხვა “მაგრამ” და ეს სასჯელის ადეკვატურობას ეხება. ზურაბ ჭიაბერაშვილის გასისხლიანებული თავი ხომ გახსოვთ, ნიკა გარამიას რომ უკან მიეპარნენ და თავში ჩასცხეს მამის დასაფლავების დღეს, ესეც ხომ არ დაგვიწყებიათ, კიდევ უფრო ადრე მძიმედ ნაცემი ნუგზარ წიკლაურიც შეიძლება გაგახსენდეთ და ასე შემდეგ – ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, მითუმეტეს, როდესაც საქმე არა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, არამედ სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება. აქვე მოკრძალებით იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემს სახლთან ერთდღიანი შვებულების გასატარებლად რომ გამოუშვეს გორის კულტურის მუშაკები, არც იმათ უმღერიათ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის “გაფრინდი შავო მერცხალო” – მაგრამ პატიმრობა ვინმეს შეეფარდა? მძიმე ფიზიკური ძალადობის შემთხვევაშიც კი დამნაშავეები გირაოთი გამოუშვეს. ანუ მხოლოდ ანრი ოხანაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა ისჯება პატიმრობით – რაც სიგნალია ყველასთვის, რომ ბიძინას მონებს თუ შეურაცხყოფთ – უმკაცრესაც, საჩვენებლად დაისჯებით. სამაგიეროდ, ბიძინას მონებს აქვთ ხსნილი ძალადობისთვის და გინებისთვის. ყველაფერი სიტყვის თავისუფლების ფარგლებში ან გაბრაზებული ხალხის რისხვაში ჯდება. ხოდა, ძალიან შეწუხებულებს ეს ნუ დაგვავიწყდება”

პოპულარული

კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
თვითმფრინავის პილოტების ლაზერით დასხივება, რომელიც შესაძლოა, ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარიყო (ვიდეო)
"დე სიურპრიზი, სხვა კაცმა აგიყვანა კიდევ" - ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში და მშობლებისა და არასრულწლოვანი შვილების სკანდალური მიმოწერა (ვიდეო)
"ოცნება" - 25%, ყველა ოპოზიციური პარტია ჯამში 57%-ზე მეტი - საიდუმლო რეიტინგები მმართველი პარტიის კრახს წინასწარმეტყველებენ
დაწერე კომენტარი