„ბიძინამ დამირეკა და მითხრა, ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო“ – დუმბაძე

მურმან დუმბაძე

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილაა. მან მაგალითისთვის გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო.

მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მას გარკვეულ მოვლენასთან დაკავშირებით მთავრობის კონკრეტული პირის არასწორ ქმედებაზე ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი. მაშინდელ პრემიერს მისი ტონი არ მოეწონა და დაემუქრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რომ ქუჩაში არაფერი მოსვლოდა.

„დამირეკა და მითხრა, ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო“, – განაცხადა დუმბაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მას დაეძაბა ურთიერთობა ივანიშვილთან, მას ხშირად უთვალთვალებდა სუს-ი. მურმან დუმბაძის თქმით, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ის დეპუტატი იყო. ამ სტილის მმართველობა ქვეყანაში არ დასრულებულა.

პოპულარული

15 წლის შალვა, რომელიც გაჭირვების გამო შიმშილობდა და მისი თვითმკვლელობა, ხელისუფლება კი ხელფასებს იზრდის (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებულია რეალობასთან“- ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი