ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის შემთხვევაში, რუსეთი ეფექტურ და სწრაფ რეაგირებას მოახდენს-პუტინი

ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შემთხვევაში, რუსეთი ეფექტურ და სწრაფ რეაგირებას მოახდენს – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ამერიკელები ახალ შეიარაღებას ევროპას გადასცემენ, ბუნებრივია, რომ რუსეთის პასუხი სარკისებური იქნება.

1987 წელს მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება საშუალო და ახლო მანძილის რადიუსში მოქმედი ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპმა კი ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ შეთანხმებიდან გადის, რადგან რუსეთი მას გამუდმებით არღვევს.

loading…

პოპულარული

პარტიული რევოლუცია ბიძინა ივანიშვილის დასამხობად - რა მოლაპარაკებებს მართავდნენ კვირიკაშვილი და ხაზარაძე (ვიდეო)
ევროპის ჩემპიონის ცემის სკანდალი - ვეტერანი სპორტსმენები გეგეშიძის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებენ და საკითხის შესწავლას ითხოვენ
ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი
მამაკაცს, რომელსაც ქართველმა ექიმებმა სიმსივნე დაუდგინეს, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი