ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში არსებული პრობლემები

ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში არსებული პრობლემების მოგვარებას. საერთო ჯამში, გამგეობამ ამ ეტაპზე ამხანაგობებში განსახორციელებელი 51 პროექტი 574 978 ლარით დააფინანსა. ხელშეკრულებები 306 000 ლარზე უკვე დადებულია და ამ დროისთვის, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში სხვადასხვა სახის სამუშაოები 10 ობიექტზეა დაწყებული. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიან კორპუსებში შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია, ნაპრალების ამოვსების სამუშაოები, სახურავების და ლიფტების შეკეთება მიმდინარეობს.

cyc

ცნობისთვის, ნებისმიერი პროექტის დაფინანსების მისაღებად ამხანაგობის თავმჯდომარემ თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით განცხადება გამგეობაში უნდა შემოიტანოს.
განაცხადთან ერთად თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
► ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხელმოწერები;
► ამხანაგობის მიერ შერჩეული მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;
► დეფექტური აქტი;
► დისკი (სადაც ჩაწერილია ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი);
► მეწარმე სუბიექტის ბრუნვა, არანაკლებ 20 ათასი ლარისა;
► ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (თუ დღგ-ს გადამხდელია)
► ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი

რეკლამა

დაწერე კომენტარი