ბიზნესმენის მკვლელობა ბიზნესწილების გამო – ვინ არის ოთარ პირველი და რატომ იყო კახიძის ბიზნესპარტნიორი დაკავებული (ახალი დეტალები)

68 წლის ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის მკვლელობა შესაძლებელია ვარკეთილის ბაზრობის ბიზნესწილებთან დაკავშირებულ დაპირისპრბას უკავშირდებოდეს.

როგორც ირკვევა, მოკლულ ბიზნესმენს და მის ყოფილ პარტნიორთან ოთარ პირველთან სამართლებრივი დავა ჰქონდა. მხარეები „ვარკეთილი 96-ის“ მოგებას ვერ იყოფდნენ. კახიძე პირველს თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.

როგორც „ნიუპოსტს“ უყვებიან, კახიძისა და ბაზრობის სხვა მეწილეების საჩივრის საფუძველზე ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ოთარ პირველი დააკავა. საბოლოო ჯამში, სასამართლომ კახიძე დაზარალებულად აღიარა.

ორი დღის წინ მოკლულ ბიზნესმენსა და ოთარ პირველს შორის არსებულ დავაზე საუბრობს მოკლულის ადვოკატი, პაატა სალია.

,,შპს ვარკეთილი 96“-ში უმცირესობაში მყოფი პარტნიორები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას კომპანიის მართვაში მიეღოთ მონაწილეობა, მიეღოთ დივიდენტები და ჰქონდათ გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლებელია თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, საწარმოს ხელმძღვანელის, ასევე უმრავლესობაში მყოფი პარტნიორების მიერ, რომლებიც ასევე დასაქმებული იყვნენ ამ კომპანიაში.

ქარცანაშვილი, ხერგიანი, პირველი ნუცუბიძე, ესენი არიან ის მხარე, ვისაც უმრავლესობა ჰქონდათ კომპანიაში და კრებებზეც , შესაბამისად, გადაწყვეტილებებს უმრავლესობის სახით ეს პირები იღებდნენ“- აცხადებს პაატა სალია.

პარტნიორებს შორის არსებულ დავას ადასტურებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც.

მათი თქმით, გამოძიება დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე ჯერ კიდევ 2009 წელს დაწყო. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმეზე ორი პირი დაკავებულიც კი იყო.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, ჯერ კიდევ 2009 წელს გამოძიება დოკუმენტაციის გაყალბებაზე დაიწყო, ხოლო 2017 წელს კი უკვე ფინანსურ დარღვევებზეც. საგამოძიებო სამსახურში ამ საქმეებზე დავა დასრულებულია, ორივე საქმე ამ დროისთვის სასამართლოშია. გამოძიების ფარგლებში კი საქმეზე ორი პირიც დააკავეს.

„აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობდა გამოძიება ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე.

ამ საქმეებთან დაკავშირებით ორი პიროვნება იქნა პასუხისგებაში მიცემული, დეტალებს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვეღარ მოგახსენებთ. ჩვენს უწყებაში გამოძიება დასრულებულია და საქმე იხილება სასამართლოში“- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი.

არსებული ინფორმაციით, კახიძის მკვლელობის საქმეზე უკვე დაკითხა მისი ბიზნესპარტნიორი ოთარ პირველი, რომელიც მედიასთან კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოჩენილა. სხვათა შორის, ითქვა ისიც რომ პირველს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა.

ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლშიმოკლეს. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები 30 წლამდე მამმაკაცს ეძებს, პოლიციას სავარაუდო მკვლელის ფოტოც აქვთ, რომელიც სათვალთვალო კამერებიდან ამოიღეს.

“ნიუპოსტი”

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
„ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი