ბიზნესმენის შვილის გატაცება ქალმა დაგეგმა- მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

ბიზნესმენის შვილი

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. კრიმინალური დაჯგუფების წევრებს შორის ერთი ქალია. მათთან თბილისის მთავარ სამმართველოში უკვე შევიდნენ ადვოკატები.

ადვოკატი, ინგა შარაშენიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში სახლში დააკავეს და მისი თქმით, დაკავებულს კავშირი არ აქვს გატაცებასთან.

„დანამდვილებით შემიძლია დავადასტურო, არ იმყოფებოდა და უშუალოდ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არავის გატაცებაში. არც კონტაქტზე გასულა, არც გატაცებაში მონაწილეობდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა. დააკავეს, უბრალოდ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ნაცნობობიდან გამომდინარე,“ – ამბობს შარაშენიძე.

შეიარაღებულმა დაჯგუფებამ თბილისიდან ბიზნესმენის შვილი გიორგი დეკანოიძე გაიტაცა და გამოსასყიდის სახით 3 მილიონ ლარს ითხოვდა.

ვრცელდება ვერსია, რომ ბიზნესმენის შვილის გატაცების შემდეგ, როდესაც გამტაცებლებმა თანხა ვერ მიიღეს, მათ გიორგი დეკანოიძე დატოვეს წყალტუბოს ტყეში და სწორედ ასე გავიდნენ სამართალდამცავები მათ კვალზე.

სამართალდამცველებმა დამნაშავეთა დასაკავებლად სპეცოპერაცია წყალტუბოსა და თბილისში ერთდროულად ჩაატარეს.

გამოძიება ამ ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
"ოცნების" ყველა შიდა კვლევით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს 12%-იანი უპირატესობით იგებს!"- რას გეგმავს ხელისუფლება
დაწერე კომენტარი