ბიბილოვი მოსკოვში პუტინს შეხვდება

ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმერ პუტინი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი დღეს ვლადიმერ პუტინს ხვდება. ინფორმაციას ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიბილოვი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა. დაგეგმილია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო საკითხების განხილვა.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

ეს ბიბილოვსა და პუტინს შორის გამართული მეორე შეხვედრა იქნება. პირველი მოლაპარაკება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა მაისში, სოჭში გაიმართეს.

ე. წ. პრესსამსახურის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი შეხვდა ნაურუს პრეზიდენტს. ბარონ ვაქა მზად არის, სამხრეთ ოსეთს “საერთაშორისო კავშირების” გაფართოებაში დაეხმაროს.

loading…
გააკეთე კომენტარი!