ანატოლი ბიბილოვი სერბეთის პატრიარქს შეხვდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვი სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა – პატრიარქის რეზიდენციაში.

“პრეზიდენტმა მის უწმინდესობას აუდიენციისთვის მადლობა გადაუხადა და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მართლმადიდებლობა სამხრეთ ოსეთის ხალხის ისტორიაში და თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასრულებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მართლმადიდებლობის პრიორიტეტული როლი ასახულია რესპუბლიკის კონსტიტუციაში. პატრიარქმა პრეზიდენტს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობა, სიკეთე და აყვავება უსურვა”, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვის ე. წ. პრესმდივანმა, დინა გასიევამ.

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
"ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე... უთხარი ბიძინას, გუნცაძე დანიშნოს, მერე ჩვენ მივხედავთ"
დაწერე კომენტარი