ბექა პატურაშვილი: სამი დღის წინ ვერ წარმოვიდგენდი…

ბექა პატურაშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი სოციალურ ქსელში შვილთან დაკავშირებით ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, ერთი წლის ალექსს ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რისთვისაც აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა, მკურნალობისთვის კი კოლოსალური თანხებია საჭირო. ბავშვი ამჟამად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ გადაყვანას საზღვარგარეთ.

“პირველ რიგში ყველას უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის და დახმარებისთვის ! ჯგუფს აქტიურად ვერ ვადევნებ თვალს ვიცი ყველას გაინტერესებთ მდგომარეობა შედეგები და გეგმები. მოკლედ როგორც ხედავთ ამ დროისთვის ჩემს ანგარიშზე უკვე საკმაოდ კარგი თანხაა ჩარიცხული თქვენი დამსახურებით. როდისმე ჩვენ ამ სიკეთეს სიკეთით აუცილებლად გადაგიხდით ! დღეისათვის ზუსტი გადაწყვეტილება არ გვაქვს სად გავაგრძელებთ მკურნალობას, თუმცა უახლოეს დღეებში დავაზუსტებთ და გვეცოდინება. შეიძლება ეს იყოს თურქეთი, ან ევროპის რომელიმე ქვეყანა. პირველადი გეგმით გვჭირდება ქიმიოთერაპიის 6 კურსი. თანმხლები კვლევების და მანიპულაციების ჩათვლით თურქეთის „ლივ ჰოსპიტალმა“ ჯამში ეს ყველაფერი შეაფასა 100 000 დოლარად. (ევროპის ქვეყნებში ფასი ბევრად მეტია) კლინიკის შერჩევის შემდეგ გვექნება ზუსტი კალკულაცია და ამაზე შემდეგ ჩაგაყენებთ საქმის კურსში.ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ უკვე გამოიკვეთება რა იქნება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. საუკეთესო შემთხვევაში არსებობს თეორიული შანსი, რომ ქირურგების ჩარევა არ დაგვჭირდეს.. თუ ასე არ მოხდა შეიძლება მოხდეს სიმსივნური წარმონაქმნების მოკვეთა ან ღვიძლის გადანერგვა. ბუნებრივია ეს კიდევ დამატებით დაკავშირებულია ცალკე დიდ თანხებთან. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. დარწუნებული ვარ ყველაფერს შევძლებთ ! ამას რომ ვამბობთ თავდაჯერებულობას თქვენი თანადგომა გვმატებს. სამი დღის წინ ვერ წარმოვიდგენდი რომ დღეს ანგარიშზე ამხელა თანხა იქნებოდა. ყველაზე მთავარი ემოციაა რასაც თქვენგან ვიღებთ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა”-წერს ბექა პატურაშვილი

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი