ბექა ბასილაია შსს-ს ტენდენციურ გამოძიებაში ადანაშაულებს

ბექა ბასილაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდენციურ გამოძიებაში ადანაშაულებს.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ გიორგი ჭანტურიას სრულიად დაუსაბუთებლად ედება ბრალი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში და სასამართლოს ერთადერთი მტკიცებულება ცრუ მოწმეების ჩვენებებია, რომელიც ერთმანეთს არსებითად ეწინააღმდეგება.

ბექა ბასილაიამ რიგი შუამდგომლობით  უკვე მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. თუმცა, ის აცხადებს, რომ მოსამართლეებმა უარი განაცხადეს მართლმსაჯულების აღსრულებაზე და არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობა.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლო ადვოკატებს ბრალდებულის დაცვის საშუალებას არ აძლევს. ის ასევე ამბობს, რომ გიორგი ჭანტურიას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის არანაირი მოტივი არ გააჩნდა.

„გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ ჩადებული მოწმეების ჩვენებების არარეალურობის  და სიმცდარის გადამოწმების საშუალებას არ იძლევა სასამართლო, როდესაც ჩვენ განჩინებებით მოვიპოვებდით იმფორმაციას, რომ მოწმეები ცრუობდნენ,“ – აცხადებს ბასილაია.

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუას მორიგი იდეალური ლუქი მოქმედი პირველი ლედის ამპლუაში (ფოტოები)
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები ინაუგურაციაზე - ფოტოები ცერემონიიდან
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის დახვეწილი ჩაცმულობა ინაუგურაციაზე (ფოტოები)
რა დაუვარდა სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - ვიდეო
დაწერე კომენტარი