ბესელია ბოკუჩავას: “სააკაშვილი შენ თინა ბოკუჩავას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა?”

ბესელია

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა და განაცხადა, რომ როცა სააკაშვილი მის ოჯახს აპატიმრებდა, თინა ბოკუჩავა ოქროს სამაჯურებს იღებდა ექს პრეზიდენტისგან.

აღნიშნული განცხადება ბესელიამ სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც თინა ბოკუჩავამ პატიმართა შეწყალების საქმეში კოლეგის შესაძლო კორუფციულ ინტერესზე მიუთითა.

“მე თქვენ 2004 წლიდან გებრძოდით, როგორც კი ხელისუფლებაში მოხვედით. 2010 წელი იყო, როდესაც თქვენი პრეზიდენტის ბრძანებით ჩემი სკოლის მოსწავლე 16 წლის შვილი, ჩემს ძმასთან ერთად დააპატიმრეს და ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. მაშინ როდესაც შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემს ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ჰყავდა, მაინტერესებს შენ, თინა ბოკუჩავას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ოქროს სამაჯურს საჩუქრად რატომ გიგზავნიდა. ეს კონკრეტული ფაქტი არის იმ ბრალდების საქმეში, რომელიც სასამართლოშია გაგზავნილი“, – მიმართა ბოკუჩავას ბესელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

loading…

პოპულარული

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ - რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს
სამეგრელოში მესაფლავეებმა ერთი ქოთანი ოქროს მონეტები იპოვეს და ლომბარდში ჩააბარეს
"არანაირი დანაზოგი არ გვაქვს, საერთოდ უფულოდ ვრჩებით, მაინც მეფიქრება მომავალზე " - მაკა ჩიჩუა (ვიდეო)
"ცა ჩემომექცა... 18 წლის წარმატებული ფეხბურთელი ბიჭი იყო, რომელმაც პირველად მიიღო ნარკოტიკი, გასინჯა და თან გაგვიყოლა"
დაწერე კომენტარი