“შევხედავთ, არ ვჩქარობთ” – კობახიძე ბესელიას გარიცხვაზე

ბესელია კობახიძე

გუნდურობის პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეკა ბესელიას საკითს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა.

„უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ვადებთან, სიასთან დაკავშირებით და ა. შ. ბევრი ასეთი დეპუტატი იყო გუნდში, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი რაიმე სანქცირების, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას.

გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, ვერ გახდება გარკვეული სანქციის საფუძველი, თუ რაიმე სხვა მსგავსი მიდგომის გამოვლენის საფუძველი. ასეთი რამ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. ეს პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოპულარული

დედაქალის მერს ნერვებმა უმტყუნა - კახა კალაძემ ვარკეთილში, აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა (ვიდეო)
ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა - რას აცხადებს "ოცნების" თავმჯდომარე
შორენა ბეგაშვილის რჩეული ე.წ კანონიერი ქურდია? - ვის გამო დაანგრია სექს-სიმბოლომ ოჯახი?
უკრაინული იარაღის მწარომებლის უახლესი ტექნოლოგია, რომელმაც დონბასში მყოფ რუსულ საოკუპაციო ძალებში პანიკა გამოიწვია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი