ბერა არ მადარდებს… მის ფეხებთან ხელისუფლების Ჩინოსნები რომ ფორთხავენ ეგ მადარდებს და დანაᲩაულᲨი ხელისუფლების Ჩართვა მზარავს – გოᲩა მირცხულავა

მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში sms-ის სქრინს აქვეყნებს.სმს-ში მოქალაქე მას წერს, რომ კორუმპირებულებსა და მიკერძოებულებს ბლოკავს.


მირცხულავას თქმით, სიტყვა კორუმპირებულით ძალიან იხალისა და დასძენს, რომ როცა ბერას ნახევარი საქართველო ლანძღავდა ივანიშვილის სშვილობისთვის, ის სულ მათ შორის იყო ვინ ამბობდა, შვილებისთვის თავი დაენებებინათ.


ანალიტიკოსი გუშინ, ტვ პირველის ეთერში გასულ ჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ ბერა და ღარიბაშვილი სადამსჯელო ღონისძიებებს ათანხმებს, აცხადებს, რომ ბერას ფეხებთან ხელისუფლების Ჩინოსნები რომ ფორთხავენ და დანაᲩაულᲨი ხელისუფლებაა ჩართული ძალიან ადარდებს:


“კორუმპირებულობას მატყობს მე… მიკერძოებულობასაც… აი, მოკლე მეხსიერება ქვია ამას! ბერას რომ ლანძღავდა ნახევარი საქართველო ბიძინა ივანიშვილის შვილობისთვის და ნახევარი იმალებოდით – მათ შორის ივანიშვილები, სულ ორი სამი ადამიანი ვიყავით ვინც ვთქვით – შვილებს შეეშვით! აი, ახლა, რასაც ვუსმინე ისევ არ მადარდებს ბერა, რატომ? კერძო პირია და მის ფეხებთან ხელისუფლების ჩინოსნები, რომ ფორთხავენ – ეგ მადარდებს. დანაშაულში ხელისუფლების ჩართვა მზარავს. ახლა ამას ვინც გააპრავებთ არც დედობის და არც მამობის ღირსები არ ხართ. სულ ეს არის! კორუმპირებულმა ძალიან გამახალისა” – წერს მირცხულავა.

დაწერე კომენტარი