ბერას მეუღლეს სამშობიარო ბლოკი სახლში მოუწყვეს, ექიმები ავსტრიიდან ჩამოიყვანეს – პატარა ბერუკას დაბადების დეტალები

ბერა

მმართველი პარტიის ლიდერი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის ბაბუა გახდა. ბე­რუ­კა ივა­ნიშ­ვი­ლი 29 ნო­ემ­ბერს სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გაჩნდა.

ამბები.ჯი-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვი­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ავ­სტრი­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს მეან-გი­ნე­კო­ლო­გი და სა­ნიტ­რე­ბის ჯგუ­ფი.მშო­ბი­ა­რო­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და ოჯა­ხის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

ჭორ­ვი­ლას სახ­ლში სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ა­წყვეს სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კი და ინ­კუ­ბა­ტო­რიც კი ახალ­შო­ბი­ლის­თვის, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და.

დედა-შვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

სახ­ლში მშო­ბი­ა­რო­ბა მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­აა. ამ გზით მშო­ბი­ა­რო­ბის მომ­ხრე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სახ­ლის გა­რე­მო დე­დი­სა და ახალ­შო­ბი­ლის­თვის გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხო და ოჯა­ხუ­რია, ვიდ­რე სამ­შო­ბი­ა­როს პა­ლა­ტა. ამე­რი­კა­ში, ინ­გლის­სა და საფ­რან­გეთ­ში უკვე ასო­ბით შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ქა­ლე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ირ­ჩე­ვენ შინ მშო­ბი­ა­რო­ბას.

მშო­ბი­ა­რო­ბის ამ ფორ­მას ირ­ჩე­ვენ უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბიც. მა­გა­ლი­თად, სინ­დი კრო­უ­ფორდმა ორი­ვე შვი­ლი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა და მას მე­უღ­ლე და სამი ბე­ბი­ა­ქა­ლი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა სუ­პერ­მო­დელ­მა ჟი­ზელ ბუნდჰენ­მა, ევა რე­ი­ჩელ ვუდ­მა, ჰი­ლა­რი დაფ­მა და პა­მე­ლა ან­დერ­სონ­მა, რო­მელ­მაც ორი­ვე შვი­ლი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა.
ამბები.ჯი

პოპულარული

"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ჩემი ხათუნა" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ფოტო საავადმყოფოდან
“რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს
"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
"შეგშურდათ და ნელ-ნელა მოკალით... ფუ თქვენი!" - რეჟისორი მაია კიკაბიძე ზაზა ურუშაძის "მკვლელებს" ასახელებს
დაწერე კომენტარი