„ბერას კარგა ხანია შარდი ტვინში აუვარდა“-დოდონა კიზირია

პროფესორი დოდონა კიზირია სოციალუ ქსელში  წერს:

შავი ჩაი ასკილით

„ახალგაზრდების პროტესტი და მისი შედეგები ნამდვილად იმსახურებს უფრო სერიოზულ ანალიზს, რაც სამწუხაროდ ფბ-ზე ეს შეუძლებელია, რადგან პირველი აბზაცის იქეთ ბევრი არაფერს აღარ კითხულობს. მაინც შევეცდები მოკლედ დავწერო, მაგრამ ეხლა ბერას შესახებ ორიოდე სიტყვას შემოგთავაზებთ.

რეპი არ მაინტერესებს, არ მიყვარს და არც მესმის თანამედროვე კარნალური ხელოვნების ეს ფორმა. ამიტომ თავს შევიკავებ შევაფასო რამდენად ნიჭიერი, ან უნიჭოა ბერა ივანაშვილი. ჩემთვის მისი კლიპის სხვა მხარეა საინტერესო. ამ კლიპის ტექსტზე კი ნამდვილად შემიძლია აზრის გამოთქმა, რადგან ტექსტები ყველა ფორმით და სახით – ვერბალური, სიმბოლური თუ იკონური ჩემი სპეციალიზაციის სფეროა.

თავიდანვე ვიტყვი, რომ ბერას მიერ რიტმში ღრიალით წარმოთქმული მამამისის ლოზუნგები პოეზიასთან ახლოც არ მდგარა მიუხედავად ბორია ივანაშვილის აღტაცებისა – „ეს რა საოცარი პოეზიაა, მთელი ცხოვრება ერთ სტროფში ჩაატიაო..“ „ექსპერტმა“ ხუხაშვილმა კი სთქვა, ბიძინა ბერას თავის „იდეებს“ არ უზიარებსო, მაგრამ რად უნდა ამას სპეციალური გაზიარება?! ამ „იდეებით“ არ არის გაჟრენთილი მთელი შუშის კოლბა და გაუბედურებული ხეების პარკი?!

ბედის ირონია და ჩვენი სირცხვილი კი ის არის, რომ ეს უსუსური, მეათიათასე ხარისხოვანი კლიპი საყოველთაო სალაპარაკო გახდა და ისიც კი ითქვა, რომ ქვეყანა ბერას კლიპით იმართებაო. არა ბატონებო, ქვეყანას მართავს პუტინის ტიკინა – უვიცი, უკულტურო, ენაბლუ, ხარბი, გაიძვერა ბორია ივანაშვილი. ეს კლიპი კი მისი ბრძანებების გახმაურებაა.

ბერას კონცერტები კი ნამდვილად ერთერთი „კულტურული“ სახელმძღვანელოა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდობა, – აი, პროტესტით რომ გამოვიდნენ, იმათი დიდი ნაწილი, – ყალიბდება. გახსოვთ მათი უზარმაზარი მასა, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს რომ იდგნენ გაბრუებულები, აღტაცებულები, აღტკინებულები მისკენ გაშვერილი ხელებით? არ ვიცი, თავიანთი პროტესტის დროს რამდენად გაიაზრეს, რომ ეს მთავრობა მათი მოყვანილია და შესაძლოა სწორედ იმის გამო, რომ ეს არჩევანი არა ქვეყნის კეთილდღეობაზე დაფიქრებამ, არამედ იმ კარნალურმა აღტკინებამ გააკეთებინა.

თვითონ ბერას კი, ვფიქრობ კარგა ხანია შარდი ტვინში აუვარდა და თავისი თავი ტახტის მემკვიდრედ წარმოუდგენია. ამიტომაც აძლევს თავს უფლებას განცხადებები აკეთოს, რისი გამოკვლევის ან ვისი დასჯის მომხრე არიან ეგ და მისი ნეცშეანისტი მშობელი.“

loading…

პოპულარული

"უსირცხვილო, მაიმუნო ქალო"- ცხარე დაპირისპირება ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
როდესაც შენს ლიდერს, სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა? - ბესელია ბოკუჩავას
თხების მწყემსი ლუკა მოდრიჩი - ვიდეო ხორვატების კაპიტნის ბავშვობიდან
დაწერე კომენტარი