ბერას აწყენინა და მანიაკი სამხარაძის დაკვეთაც ასრულდა? – ხოშტარია წულაიას დაკავებაზე

xoStaria

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გოგი წულაიას დაკავებას ეხმიანება.

ხოშტარია პოლიტიკოსის დაკავებას ბერა ივანიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებას უკავშირებს.

„ანუ ბერას აწყენინა და მანიაკი სამხარაძის დაკვეთაც ასრულდა?”,– წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, გოგი წულაია ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დღეს, თბილისში დააკავეს. სავარაუდო დაზარალებული ქალი ამბობს, რომ წულაიამ მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

ასევე, გოგი წულაია ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილსა და მის შვილს, ბერა ივანიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატმა დიტო სამხარაძემ მხარდამჭერებს მისი გინებისკენ მოუწოდა.

დაწერე კომენტარი