“ბენტლიან მღვდელს ოთხშაბათსა და პარასკევს იმ მანქანის ტარება აუკრძალეს”

მამაო

“მამაო ბენტლით” – ფოტო, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა საზოგადოების დიდი ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა.

სურათს ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ბევრისთვის მიუღებელიც კი აღმოჩნდა მამაოს დანახვა ძვირადღირებული მანქანის საჭესთან.

მოგვიანებით მამაომ ფაქტზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ “ბენტლი” მას არ ეკუთვნის, საჭესთან კი უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო დაჭდა.

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი აღნიშნულ ფოტოს ყველაზე სახალისოდ გამოეხმაურო და სოციალურ ქსელში დაწერა:

“Bentley”-იან მღვდელს ოთხშაბათსა და პარასკევს აუკრძალეს იმ მანქანის ტარება.
ნუ წუწუნებთ, საზოგადოების ხმა არ აინტერესებთო!

დაწერე კომენტარი