ვამბობდით, ბენზინიდან ერთი ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდისო და ახლა სად მიდის? – ჭიჭინაძე მაჭავარიანს

მაინტერესებს ერთი ლარი, რომელზეც ვამბობდით, რომ სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა სად წავიდა? – ამ კითხვით ფინანსთა მინისტრს „ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მიმართა.

დეპუტატი დაინტერესდა, როდესაც იზრდება აქციზის გადასახადი, რატომ არ კონტროლდება საწვავის ხარისხი.

„აქციზის ზრდა რომ მოხდა საწვავში, ხარისხის ზრდა რატომ არ ხდება? პოლიეთილენი თუ იყო ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში და საწვავი არაფერ შუაშია და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ იდგმება, არაფრის კონტროლი არ ხდება მარტო აქცი0ზის ზრდა ხდება.

კარგად მახსოვს, როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით „ქართული ოცნება” ვიძახდით, რომ ერთი ლარი ბიზნესში სააკაშვილის არისო და მაინტერესებს ეს ერთი ლარი აქციზში წავიდა,თუ ვიღაცის ჯიბეში წავიდა ისევ?”-განაცხადა ჭიჭინაძემ.

„ევროპული საქართველოს” დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მინისტრს განუმარტა, რომ ქვეყნიდან მოქალაქეები მძიმე სოციალური ყოფის გამო გარბიან. მისი თქმით, „ფაქტჩეკმა” ივანე მაჭავარიანი ტყუილში უკვე ამხილა.

„თქვენ ეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს რომ 2077 წლამდე თქვენთვის არ არის კეთილდღეობა, თქვენთვის არ არის პერსპექტივა და სწორედ ამიტომაც არის რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის ქვეყნიდან.

კი არ გადის,პირდაპირ გეტყვით, გარბის. „ფაქტჩეკმა” თქვენ ტყუილში გამხილათ,როდესაც თქვენ განაცხადეთ, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა,”-მიმართა ჭიაბერაშვილმა მინისტრს.

პოპულარული

„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
"რუსთავი 2" ჟურნალისტებმა დატოვეს - კურიერმა მაუწყებლობა შეწყვიტა
"ვერ შეგვაშინებთ" - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს
„რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკართან აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ გაუშვა ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს აგინა - რუსული მედიის მთავარი გზავნილი რ2-დან ჟურნალისტების გაშვებაზე
ქალწულის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში
"რუსთავი 2" ჟურნალისტებმა დატოვეს - კურიერმა მაუწყებლობა შეწყვიტა
„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
„ივანიშვილის სახელით არაფორმალური გარიგება შემომთავაზეს... მე მათ ვუთხარი უარი“ - ნოდარ მელაძე შეხვედრის დეტალებს ჰყვება
დაწერე კომენტარი