
სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
ისე რამხელა ტრაგედიაა ყველანაირად, ადამიანი, რომელიც ცივსისხლიანად კლავს დედას შვილების თვალწინ, აწი ჩვენს ხარჯზე უნდა იჯდეს ციხეში და სარგებლობდეს იმ ბენეფიტებით, რომლებიც ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს აკლია, უფასო კვება, ჯანდაცვა და საცხოვრისი, ასევე ის არაკაცებიც, რომლებმაც მოხუცი დედა მარანში გამოკეტეს, ხოლო შვილი წამებით მოკლეს და ტრაქტორის შეძენისთვის სიმწრით ნაგროვი 20 000 ლარი წაიღეს, უნდა ვარჩინოთ, კბილი თუ დასაპლომბი გაუხდათ დავუპლომბოთ, ღმერთმა არ ქნას და ოპერაცია თუ დასჭირდათ, ისიც სახელმწიფომ უნდა დაუფინანსოს გადასახადების გადამხდელების ფულით და ყველაზე დიდი ირონია, ის ფული, იმ უბედური ადამიანებისაც იქნება, ვისაც ამ არაადამიანებმა საყვარელი ადამიანები დაუხოცეს, ანუ ამ საბრალო ადამიანებმაც უნდა არჩინონ საკუთარი შვილების მკვლელები.