(ვიდეო)”ბევრი საზიზღრობა ვიდეო გადამაღებინა საზიზღრობა ვიდეოები დედა,ამას ვერც შენ და ვერც მამიკო გაიგებთ დედა…”-16 წლის გოგომ, რომელმაც შანტაჟის გამო თავი ჩამოიხრჩო, სიკვდილამდე წერილი დატოვა

სოფელ ნატანებში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი შანტაჟი გახდა, რომელიც 22 წლის ახალგაზრდასთან ვირტუალური ნაცნობობით დაიწყო. არასრულწლოვანი სოფელ ნატანებში დღეს დაკრძალეს.

16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე წერილი დაწერა. არასრულწლოვანმა მშობლებს მოუყვა, როგორ აშანტაჟებდა სოციალური ქსელით გაცნობილი პირი და ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა. წერილი “კურიერმა” მოიპოვა.

“ვწერდი ერთს, გიორგი ჰქვია. ძალიან დავახლოვდით და ისე შევეჩვიე, მომავალზეც კი ვილაპარაკეთ, დაჟე ბავშვზეც მელაპარაკა. მაგრამ მერე გავიგე, რომ თურმე ის არ ყოფილა, ვინც მეგონა. თურმე თავისი ძმაკაცი მწერდა იმის ფეისბუქიდან. მითხრა, იმას თუ არ გავაკეთებდი, რასაც ვეტყოდი, ჩვენს ესემებს დასქრინავდა და შენ და მამიკოს გამოგიგზავნიდათ. ამას კი ვერ გადავიტანდი და დავთანხმდი. ძალიან ბევრი საზიზღრობა ვიდეო გადამაღებინა და გამაგზავნინა. შემდეგ ამ ვიდეოებით დამიწყო შანტაჟი. ეს დღეები რა გამოვიარე, ამას ვერავინ ვერ გაიგებს, დედა. შენც კი ვერ გამიგებ, დედა. ვიცი, ჩემი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი,“- წერს არასრულწლოვანი.

პირი, რომელზეც 16 წლის გოგო წერილში წერს, 22 წლის მევლუდ თეზიაშვილია. მას 16 წლის მოზარდთან წინასწარ შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებასა და დაზარალებულის შანტაჟით თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან. სასამართლომ ახალგაზრდა მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი გოგოს სხვა სახელითა და გვარით გაეცნო. ერთწლიანი მიმოწერის შემდეგ კი დაკავებული სკოლის მოსწავლეს მესიჯების გასაჯაროებით დაემუქრა. სანაცვლოდ, ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებასა და გაგზავნას აიძულებდა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისში, საკუთარ სახლში აიყვანეს. დაკავებულის დედა ყვება, რომ მევლუდ თეზიაშვილმა დაზარალებული გოგო ინტერნეტით ერთი წლის წინ გაიცნო.

ვიდეომასალა მტკიცებულებების სახით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახლისა და პირადი კომპიუტერის ჩხრეკის დროს ამოიღეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 16 წლის გოგონასთან ბოლო კომუნიკაცია თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე შედგა.

loading…

პოპულარული

გაერთიანებული ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოსა და ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებს აცნობს
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
„პირს არ გაღებინებენ... საკუთარი თავი არ გეცოდებათ?..“ - სააკაშვილის ვიდეომიმართვა ზურაბიშვილს
მალხაზ მაჩალიკაშვილს ბაზარში პროვოკაციას უწყობდნენ - „ეს ხალხი რო არ გამეშიფრა, იყო მცდელობა ჩვენთვის რაღაცა დაებრალებინათ. სუსის თანაშრომლებო, არ გაძეხით ტამერლანის სისხლით“
„თბილისობაზე“ დახარჯული მილიონ 300 ლარი - თანხა, რომლითაც ორი უფასო სასადილო და შშმ ბავშვები დაფინანსდებოდა
ფონიჭალაში დედა-შვილის დაღუპვაზე საუბრისას კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
"მთელი ბავშვობა სიცრუეში გვაცხოვრეს"- "ქუჩის ბიჭების" და ნინი ქარსელაძის შესრულებულმა სიმღერამ უკმაყოფილება გამოიწვია (ვიდეო)
საგანგებო სამსახური ნანგრევებში მოყოლილი გარდაცვლილი ქალის პოვნის კადრებს ავრცელებს
„თეა წულუკიანი! შეაჩერეთ ეს ქალი!.. როგორ ბედავს?!“ - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი