ბევრი ის ადამიანი, რომელიც გეგმავდა ბადრის წინააღმდეგ ასეთ სიბინძურეს, ხელისუფლებაშია მოკალათებული, ისინი მომიკითხონ პროკურორებმა – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურის მიერ კუდ-ის მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.

როგორც გია ხუხაშვილმა “პრაიმტაიმს” განუცხადა, ის, რომ ბიზნესმენის ლიკვიდირებაში ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული, ახალი არ არის, თუმცა საინტერესოა, რატომ აღმოაჩინეს მანცდამაინც ახლა ჩანაწერები მაშინ, როდესაც ამდენი წელი თაროზე იდო.

“ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციით რომ დაინტერესებული იყო ბევრი ადამიანი, ახალი არ არის. ბევრი ამზადებდა ამას, მაგრამ საკუთრივ, სხვა საკითხია, ამას აქვს თუ არა ბადრის მკვლელობასთან შეხება. დღეს რა კვალიფიკაციითაც არის ეს საქმე დაწყებული, ნამდვილად ასეა, მაგრამ ერთია საუბარი და მეორე – შესრულება. მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამას. ამდენი წელი თაროზე იდო ჩანაწერები და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე ეს ყოფილა. ამის გარდა, სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, ასე რომ, რა მეთქმის. ის, რომ ჰქონდათ განწყობა ბადრის ლიკვიდაციასთან, თავისთავაც დანაშაულია, შესაბამისად, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, სამწუხაროდ, ხელისუფლება ამას იყენებს პოლიტიკისთვის და არა იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს. ბევრი ის ადამიანი, რომელიც გეგმავდა ბადრის წინააღმდეგ ასეთ სიბინძურეს, ესეც ხელისუფლებაშია მოკალათებული, ისინი მომიკითხონ პროკურორებმა, მათ შორის პროკურატურაშიც ბევრია ასეთები, რომლებიც შესაძლოა ბადრის მკვლელობის ირიბი მონაწილეები იყვნენ. ვგულისხმობ მთლიანად სისტემას, რადგან მთელი სისტემა იყო ამაში ჩართული და ბევრი “ღირსეული” წარმომადგენელი დღესაც ძალიან კარგად გრძნობს თავს სამართალდამცავ, თუ სხვა სტრუქტურებში, მათ შორის პარლამენტში თავს”, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული.

ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონში გარდაიცვალა. ოფიციალურ ვერსიად, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა სახელდება. ოჯახის სხვა ახლობლები კი აცხადებენ, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს, ის იყო სრულიად ჯანმრთელი. პატარკაციშვილი 52წლის იყო.

პოპულარული

ივანიშვილი ფავორიტ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა - საბედისწერო ვახშამი, რომელსაც ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა
ბატიაშვილის ორმაგი სტანდარტი და არჩევნებს შეწირული ია კერზაია - უმძიმესი სურათი ზუგდიდის მე-11-ე სკოლაში (ფოტო,ვიდეო)
"ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს" - ადვოკატი
„ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ, გადადით ლეიბორისტებში“ - დაპირისპირება პარლამენტში
საჯარო სექტორის უარი მთავრობას- „გაკვირვებულები ვართ, საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა“- სურგულაძე
"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის... ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - ლევან ჯიბღაშვილი
"როცა გავიღვიძებ მექნება დიდი ტაკ...ბი" - თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა (ვიდეო)
თოვლი, ქარი და წვიმა - როდის გაუმჯობესდება ამინდი საქართველოში
მიწისძვრის გამო ცათამნჯენის აუზიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოიღვარა - შთამბეჭდავი სანახაობა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი