ბედიის ტაძრიდან ქრისტეს ეკლის გვირგვინი დაიკარგა

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ჟურნალ ,,სარკესთან” ყვება იმ სიწმინდეებზე, რომლებიც ბედიის ტაძარში იყო დაბრძანებული.

გიორგი კალანდია:

-1640 წელს რუსეთის ელჩებს ბედიის ტაძარი დაუთვალიერებიათ. მათთვის შავხავერდგადაკრული სამღვდელმთავრო კვერთხი უჩვენებიათ. მის თავზე ამოქარგული იყო ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი და ჯვარი, რომელიც მეფე კონსტანტინესა და მის დედას, ელენეს, ეკავათ.

ელჩების გადმოცემით, ხავერდის ქვეშ ინახებოდა ეკლის გვირგვინი, რომელიც ჯვარცმულ ქრისტეს ედგა თავზე, ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე შემსჭვალეს და ბაწარი, რომლითაც გათოკეს. სხვა დამთვალიერებლები კი ამბობდნენ, რომ აქ ის ტილოც ინახებოდა, რომელშიც ღვთისმშობელი პატარა იესოს ახვევდა.

სამწუხაროდ, ეკლის გვირგვინი ტაძრიდან დაიკარგა, ტილოც არსად ჩანს, ლურსმანი კი მცხეთაში ინახება. სავარაუდოდ, დაკარგული ნივთები რუსეთის არქივებში გაიტანეს.

ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით, სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

ჟურნალი სარკე

პოპულარული

აპრილიდან პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემმა ბიძაშვილმა - დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე…ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას"- ნინი ქარსელაძე
„როგორ მახსოვს პატარა მამუკა პამპერსით, სიღნაღის აღდგენის ინიციატივით რომ შემოტანტალდა“ - რატომ დასცინიან პრემიერს
"ჩემი თემურიკა კინაღამ მომიკლეს... სიკვდილით სავსე ქალაქი!" - მამა პეტრე
დაწერე კომენტარი