“ბახალას” ბრალი უმძიმდება – ადვოკატი განმარტებას აკეთებს

„ბახალასთვის“ ბრალის დამძიმებაზე მსახიობის ადვოკატი განმარტებას აკეთებს.

გიორგი გიორგანაშვილის უფლებადამცველისთვის ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადაუციათ, თუმცა, გიორგი მახარაძისთვის გარკვეული დეტალები ცნობილია.

ადვოკატის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ დანაშაულებრივ სქემაში მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი მონაწილოებდა.

“ბახალას” ბრალი უმძიმდება. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს სამართალდამცველები ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობასაც ედავებიან. ახალი ბრალი მსახიობს საქართველოში 900 აბი ნარკოტიკული საშუალების რეანიმობილით შემოტანის საქმეზე წარედგინება.

„პროკურატურის დადგენილებით ვერ დადგინდა კავშირი გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას ბრალდების საქმეებზე, ამიტომ მოხდა მათი ერთმანეთისგან გამოყოფა. მაშინაც ვამბობდით, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. ვნახოთ, პროკურატურას თუ აქვს რაიმე მტკიცებულება მოპოვებული, ან თუ ისევ ეყრდნობა ერთი ადამიანის- ჯაბა ხულორდავას, დაუსაბუთებულ ბრალდებას, რომელმაც ამ ბრადლების გამო, ძალიან ხელსაყრელი პირობები მიიღოს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

loading...

პოპულარული

მოკლავს თუ არა კორონავირუს COVID-19-ს ზაფხულის სიცხეები? - სპეციალისტების დასკვნები
ბრიტანელი ექიმი ტაილა მეზობლებმა სამსახურში აპლოდისმენტებით გააცილეს - ემოციური ვიდეო
გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ადამიანების გადაადგილება აიკრძალა, ჩერდება საზოგადოებრივი ტრსნსპორტი - საგანგებო ვითარება სამეგრელოში
ახალი კორონავირუსი ჰაერით არ გადადის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
დაწერე კომენტარი